გამბას მოგზაურობის ატლასი

მაპპა კარტოგრაფიკა გიწვევთ ფრანგი მოგზაურისა და თბილისში საფრანგეთის კონსულის - ჟაკ ფრანსუა გამბას მოგზურობის ატლასის პირველი ქართული გამოცემის წარდგენასა და გამოფენის გახსნაზე.

 

გამბას მოგზურობის ატლასი, ისევე როგორც მოგზურობის ჩანაწერების ორტომეული, პირველად 1826 წელს დაიბეჭდა პარიზში. თუმცა, მოგზაურობის ჩანაწერებისაგან განსხვავებით, ატლასი, რომლის დიდი ნაწილიც საქართველოს და ქართველებს უკავშირდება, არასდროს გამოცემულა საქართველოში.

ატლასს თან ერთვის სპეციალურად, ქართული გამოცემისათვის დაწერილი ტექსტი, რომელშიც წარმოდგენილია ცნობები გამბას პიროვნების, მოგზაურობის მიზნებისა და XIX საუკუნის ოციანი წლების საქართველოს შესახებ.

 

გამბას მოგზაურობის ატლასის წარდგენის პარალელურად, სტუმრებს საშუალება ექნებათ, მაპპა კარტოგრაფიკას საგამოფენო სივრცეში იხილონ ატლასში შეტანილი რუკების, ქალაქების, ციხეებისა და ტიპაჟების საფუძველზე მომზადებული გამოფენა და ადგილზე შეიძინონ ჟაკ ფრანსუა გამბას მოგზაურობის ამსახველი უნიკალური ატლასი.

 

ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გამბას ატლასის პირველი გამოცემიდან ორასი წლის თავზე, შესაძლებლობა გვაქვს, მკითხველს შევთავაზოთ ერთ წიგნში გაერთიანებული ქართულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე შესრულებული გამოცემა, რომელსაც თან ერთვის გამბას მოგზურობის ჩანაწერების ორტომეულში გაბნეული რუკები.

მის.: თბილისი, ზ. ავალიშვილის ქ. #12

დასაწყისი: 19:30 სთ