ქუქი ფაილების პოლიტიკა

 

1. მიზანი და ფარგლები

1.1. ქუქი ფაილების პოლიტიკა (შემდგომ - „პოლიტიკა“) არეგულირებს ქუქი ფაილებისა და მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებას შპს „მაპპა კარტოგრაფიკა“-ს (შემდგომ - „ორგანიზაცია“) ოფიციალურ ვებგვერდზე - www.mappa.ge (შემდგომ - „ვებგვერდი“).

1.2. პოლიტიკა ვრცელდება ვებგვერდის ყველა ვიზიტორზე (შემდგომ - „მომხმარებელი“).

 

2. განმარტებები

2.1. ქუქი ფაილი (Cookie) - მცირე ზომის ტექსტური ფაილი, რომელიც ინახება მომხმარებლის ბრაუზერში ვებგვერდის გამართულად ფუნქციონირებისა და მომსახურების ოპტიმიზაციის მიზნით.

2.2. სესიის ქუქი ფაილი - იშლება ბრაუზერის დახურვისთანავე.

2.3. მუდმივი ქუქი ფაილი - ინახება განსაზღვრული ვადით ან მანამ, სანამ მომხმარებელი არ წაშლის.

2.4. მესამე მხარე - მომსახურების მიმწოდებელი, რომლის გადაწყვეტილებები / სერვისები ინტეგრირებულია ვებგვერდზე (მაგ.: ანალიტიკისა და მედია მოდულები).

 

3. სამართლებრივი საფუძვლები და პრინციპები

3.1. ქუქი ფაილების გამოყენება ეფუძნება მოქმედ კანონმდებლობას, მათ შორის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპებს (კანონიერება, გამჭვირვალობა, მიზანმიმართულობა, მონაცემთა მინიმიზაცია, უსაფრთხოება და სხვა) და შესაბამის საერთაშორისო/ევროპულ სტანდარტებს.

3.2. აუცილებელი ქუქი ფაილები გამოიყენება ვებგვერდის ფუნქციონირებისთვის, ორგანიზაციის ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე.

3.3. არასავალდებულო ქუქი ფაილები გამოიყენება მომხმარებლის წინასწარი, თავისუფალი და ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე.

 

4. ქუქი ფაილების კატეგორიები

4.1. აუცილებელი - უზრუნველყოფს ვებგვერდის ძირითადი ფუნქციების გამართულად ფუნქციონირებას (დაცვა, ნავიგაცია, გვერდის დატვირთვის სტაბილურობა).

4.2. ფუნქციური - ინახავს მომხმარებლის არჩევანს/პარამეტრებს მისი გამოცდილების გასაუმჯობესებლად.

4.3. ანალიტიკური / სტატისტიკური - აგროვებს აგრეგირებულ სტატისტიკურ ინფორმაციას ვებგვერდის გამოყენების შესახებ (ტრაფიკი, ხილვები, ნავიგაციის გზები) სერვისის გაუმჯობესებისა და მონიტორინგის მიზნით.

 

5. მესამე მხარის სერვისები

ქუქი ფაილის ანალიტიკური მომსახურება შეიძლება გულისხმობდეს მონაცემთა დამუშავებას მესამე მხარის მიერ. ასეთ შემთხვევაში დამუშავება ხორციელდება ქუქი ფაილების კატეგორიისა და მიზნის შესაბამისი მოცულობით, აგრეთვე იმ წესებით, რაც განსაზღვრულია მესამე მხარის პოლიტიკებით/დოკუმენტაციაში.

 

6. შენახვის ვადები

6.1. სესიის ქუქი ფაილი ინახება ვიზიტის განმავლობაში და იშლება ბრაუზერის დახურვისას.

6.2. მუდმივი ქუქი ფაილი ინახება გონივრული ვადით (6–9 თვემდე), თუ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული შესაბამისი მოდულით ან ფაილი მომხმარებლის მიერ არ წაიშლება.

 

7. თანხმობის მართვა და ბრაუზერის პარამეტრები

7.1. არასავალდებულო ქუქი ფაილები ირთვება მხოლოდ მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე. მომხმარებელს შეუძლია შეცვალოს არჩევანი ვებგვერდზე განთავსებული ქუქი-ბანერის/პანელის საშუალებით ან ბრაუზერის პარამეტრებიდან.

7.2. ქუქი ფაილების სრული ან ნაწილობრივი გამორთვა შესაძლოა ზემოქმედებდეს ვებგვერდის ფუნქციონირებაზე და მომხმარებელს შეეზღუდოს გარკვეული სერვისების ხელმისაწვდომობა.

 

8. მონაცემთა სუბიექტის უფლებები

9.1. მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია ქუქი ფაილების გამოყენების შესახებ, ასევე შეცვალოს/წაშალოს ქუქი ფაილები საკუთარი მოწყობილობიდან.

9.2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით, მომხმარებელს აქვს უფლება მიმართოს ორგანიზაციას ინფორმაციის მისაღებად ფაილის დამუშავების გარემოებების შესახებ და, კანონით დადგენილი წესით, ისარგებლოს მონაცემთა სუბიექტის სხვა უფლებებით.

 

9. უსაფრთხოება

9.1. ორგანიზაცია უზრუნველყოფს სათანადო ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს ქუქი ფაილების მეშვეობით დამუშავებული მონაცემების უსაფრთხოებისთვის, მათ შორის, წვდომის ლოგიკის, ლოგირების, შიდა პოლიტიკებისა და კონტროლების დანერგვით.

9.2. მონაცემთა ბაზებზე წვდომა შეზღუდულია და ენიჭება მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლებს „საჭიროების პრინციპის“ საფუძველზე.

 

10. საკონტაქტო ინფორმაცია

კითხვების, შენიშვნებისა და მოთხოვნების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ორგანიზაცია: info@mappa.ge, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: dpo@nexia.ge 

 

11. პოლიტიკის გადასინჯვა

ეს პოლიტიკა გადაიხედება სულ მცირე, წელიწადში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში, მასში სათანადო ცვლილებების შეტანის გზით.